“ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი მოშიმშილე ადამიანებს აქეზებს. წილოსანის მტკიცებით, უფრო მნიშვნელოვანია ექიმების ჯგუფმა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდოს.
“მათი სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ისინი თხოვენ და მოუწოდებენ ამ ადამიანებს შიმშილობის შეწყვეტას და არა წააქეზებენ ამ ქმედებას, რადგან ამგვარი რადიკალური და მძიმე პროტესტის ფორმით მხოლოდ იზიანებენ საკუთარ ჯანმრთელობას და თუ ვინმეს ედარდება ეს ადამიანები, მათ ადგილას მივმართავდი თხოვნით, რომ შეეწყვიტა შიმშილობა”, – ამბობს ნინო წილოსანი.