ექიმი, გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის. მედიკოსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში რამდენიმე დღეში ჩავლენ.
“დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, მეც უშუალოდ ჩავსულიყავი იქ, სადაც ახლა ძალიან სჭირდებათ ჩვენი, მათ შორის ექიმების დახმარება. უკრაინაში ძალიან ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, რომ ამ გუნდს შევუერთდე… ჩვენ თავის დროზე, როცა გვიჭირდა, უკრაინელი ხალხი გვერდში დაგვიდგა, არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი და მხოლოდ ვიდეომიმართვით გამომეხატა ჩემი თანადგომა. ჩვენ შეგვიძლია იქაურ ხალხს სამედიცინო კუთხით დავეხმაროთ”, – აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.