პროტესტი სპექტაკლის წინ, სპექტაკლისას, სპექტაკლის შემდეგ

თეატრებში პროტესტი გრძელდება. მსახიობების ნაწილი ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდის.

დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგასწინ დიდი ბრძოლა გველისასე რომ, არ შევეგუოთარა რუსულ კანონს!“, – ამ სიტყვებით დაასრულეს სპექტაკლი „თეატრი სახელოსნო 42“-ის მსახიობებმა 18 აპრილს. გამოვაკლდით ამ აქციებსმაგრამ ჩვენი გულები იყო იმ ხალხთან ერთად“, – თქვა რეჟისორმა ლევან წულაძემ.

უფრო ადრე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სცენაზე სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებთან ერთად დარბაზს მიმართა და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ გააპროტესტა.

რაც ჩვენი ქვეყნისთვის არ ვარგაარც ჩვენ გვინდა“, – უთხრა მსახიობმა შორენა გვეტაძემ რადიო თავისუფლებას. ის ოზურგეთის თეატრის მსახიობია, ამ თეატრმაც სპექტაკლი საპროტესტო გამოსვლით დაასრულა.

სცენიდან კანონი გააპროტესტა სამეფო უბნის თეატრის რეჟისორმა დათა თავაძემაც.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვისრომ ეს კანონი არ გავიდესკიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ ისრაც გავაკეთეთ შარშანამაში დარწმუნებული ვარ და ჩვენი ერთიანობის იმედი მაქვს“, – თქვა მან.

17 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე გამოვიდა რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე, ისიც ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებს.

არცერთ პარტიას არ ვემხრობიეს ჩემი სურვილია, საქართველო ევროკავშირში შევიდეს. 17 აპრილს ჩემი სპექტაკლი იყო „ფეისბუკის ქვეყანა“. მადლობის გადასახდელად რომ გამოვედიხელები ავწიეხელისგულებზე ევროკავშირის დროშა მეხატა, – ამბობს ნინო მაღლაკელიძე, – ჩემი პოზიციის გამო პრობლემა არ შემქმნიავფიქრობსხვებიც ბევრნი იქნებიან ამ აზრზე“.

აქციე ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ
აქციე ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ

თამრი ოხიკიანი სცენოგრაფია, სხვადასხვა თეატრთან თანამშრომლობს. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი დააინიცირა, აქციებზე დგას.

ეს ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფააიმ თეატრებშირომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდება, მსახიობები თვითცენზურის ქვეშ არიანძალიან ბევრს ჰგონიარომ გააგდებენ, – ამბობს თამრი, – ახლაროცა რუსეთიდან ასეთი წნეხიაჩვენ ნეიტრალურ პოზიციაზე ვერ ვიქნებითრა თქმა უნდაევროპის გზა უნდა ავირჩიოთ“.

ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური ამბობს, რომ ქართველი ხელოვანები ყოველთვის იდგნენ, ან ცდილობდნენ მაინც, დამდგარიყვნენ საზოგადოებისა და თავისუფალი აზრის მხარეს. თეატრი სწორედ ამისთვის შეიქმნა.

ნურავინ იტყვისნურავინ დააბრალებსრომ თავისუფალი სიტყვა მხოლოდ სპექტაკლებიდან ისმოდათავისუფალი სიტყვა ისმოდა სპექტაკლის წინსპექტაკლისასსპექტაკლის შემდეგგადადიოდა ქუჩაში და ამის უამრავი შემთხვევა ახსოვს მსოფლიო თეატრსაცამ კანონმა შეიძლება არა მხოლოდ ჩიხში შეგვიყვანოსარამედ საერთოდ გადაგვჩეხოსროდესაც საფრთხე შენი შვილის მომავალს ექმნებაყველაფერზე შეიძლება უარი თქვაეს კანონი კი ისეთ წუმპეში გვითრევსრომლიდანაც 30 წლის წინ ძლივს ამოვედითდავიღუპებით“, – ამბობს ლელა ოჩიაური.

„ქართული ოცნება” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის” მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს ეძახიან და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანი დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვაა.

კანონი პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცეს.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share