“არა რუსულ კანონს – ქალები ირჩევენ ევროპას!”

“არა რუსულ კანონს – ქალები ირჩევენ ევროპას!” – ამ მოწოდებით ზუსტად ხუთ საათზე სტარტს ახალი მარში აიღებს. ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ქალი აქტივისტები ხელისუფლების მოქმედებებს გააპროტესტებენ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ქალები, თანამოაზრეებს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაელოდებიან.

შეკრებებია დაანონსებული რეგიონებშიც. ქალები, ვისი ხმაც ხელისუფლებას იმდენად არ ესმის, რომ პარლამენტში გენდერული კვოტებიც კი გააქმეს, დღეს აპირებენ  მმართველ პარტიას შეახსენენონ, რომ მათ ხელში დიდი ძალაა.

“ქალები ამ ქვეყანაში ვირჩევთ ევროპას და მთელი ის აბსურდული კანონები უნდა გაუქმდეს. ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ევროპის სტანდარტებს. ან ხელისუფლება შეიცვლის პოზიციას, ან ხელისუფლებას მოუწევს შეცვლა”, – ამბობს ბაია პატარაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share