უკრაინის პრემიერ მინისტრი- იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს

”მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს,” – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინსიტრი დენის შმიგალი “ტვიტერზე” წერს.

“უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!”, – აღნიშნავს შმიგალი.

ის საქართველოს საკითხზე კიდევ ერთ “ტვიტს” აქვეყნებს და ქართველ ხალხს მიმართავს.

“თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!”, – აღნიშნავს შმიგალი ქართულ ენაზე დაწერილ “ტვიტში”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share