მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ლონდონში – ემიგრანტები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ

ლონდონში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე არაერთხელ გაიმართა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. სწორედ 1 ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში იმყოფებოდა. მთელი დღის ძებნის შემდეგ, მესამე პრეზიდენტი სანზონაში, ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share