მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა მიშას თავისუფლებისთვისაა.
მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც 1 ოქტომბერს ის საქართველოში ჩამოვიდა. უკვე მე-17 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ.
თავისუფლება მიშას – ამ სახელწოდებით მასშტაბური აქცია 14 ოქტომბერს თბილისშიც გაიმართა