მორიგი პროვოკაცია რუსი ოკუპანტების მხრიდან – უკანონო ბორდერიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტში დაიწყეს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაცია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყეს – გაკაფეს ტყე და გააკეთეს სპეციალური ნიშნულები:
“ჩვენ უკვე შიშის ზონაში ვიმყოფებით, ორკაპას ციხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადგილობრივი მოსახელობა წლებია ვეღარ ჩამოდის რადგან მაღალია გატაცების საშიშროება. ოკპანტებმა სამუშაოები დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყეს და საკმაოდ დიდი მონაკვეთი მოამზადეს ბორდერიზაციისთვის, ვგულისხმობ იმას, რომ ტყის მასივში მოხდა ფაქტობრივად გზის გაკაფვა, ერთ-ერთი მონაკვეთია ტყეში, რომელიც 100 მეტრითაა ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე სიღრმეში შემოჭრილია. რომ გადავზომოთ, რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა საუბარი, მიზანია, რომ ეს გზა სხვილოს ციხის მიმდებარედ, ქვემოჭალაში გადაიყვანონ”, – განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ.