საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, ზოგიერთი შეთანხმება დაიცვას. კერძოდ, შეწყვიტოს დარტყმები და თავდასხმები სამოქალაქო საცხოვრებლებზე და დაიცვას ყველა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ მაკრონის ადმინისტრაცია იუწყება.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ითხოვა, რომ ადგილებზე დაცული იყოს შემდეგი: ყველა დარტყმების შეჩერება და თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, მთელი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე, მთავრი გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კერძოდ გზებზე კიევიდან სამხრეთით. პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა დაიცვას ეს სამი პუნქტი”, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკეში.
მაკრონმა მას მოუწოდა, პატივი სცეს ჰუმანიტარულ სამართალსა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის საკითხს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა შესთავაზა ვლადიმერ პუტინს გაახანგრძლივონ კავშირი უახლოეს დღეებსი, რათა არ დაუშვან ვითარების გაუარესება, რაზეც პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა.