FIFA და UEFA რუსულ საფეხბურთო კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებს ყველა საერთაშორისო ასპარეზიდან ხსნის. გადაწყვეტილება “ფიფას” საბჭოს ბიურომ და “ეუფას” აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს მიიღო.
ამას გარდა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩები აღარ ჩატარდება. “საშინაო” მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.