დედაქალაქში დაძაბული ვითარებაა – კიევის მერის ახალი მიმართვა

უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ახალ მიმართავს ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, დაემორჩილონ კომენდანტის საათის წესებს. ის ასევე მიმართავს სატვირთო ავტომანქანების მფლობელებს, აფთიაქებსა და მაღაზიებს. კლიჩკოს თქმით, კიევში დაძაბული ვითარება რჩება:

“დედაქალაქში დაძაბული ვითარებაა. კომენდანტის საათი საღამოს რვა საათიდან დილის 7 საათამდე იმოქმედებს. ამასთან, ნაწილობრივ აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მაღაზიებისა და აფთიაქების მუშაობის გრაფიკი.

კომენდანტის დროს გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ადამიანებს აქვთ. სხვა მოქალაქეებისთვის მოძრაობა აკრძალულია.

ამასთან, ხვალიდან დედაქალაქში ალკოჰოლური სასმელის გაყიდვა იკრძალება. ამასთან მივმართავ მაღაზიებისა და აფთიაქების მეპატრონეებს რომ ომის დროს, პროდუქტებზე, ან მედიკამენტებზე ფასების მომატება, მაროდიორობაზე ცუდი საქციელია. ვისაც სატვირთო მანქანების ტარება შეგიძლია, მიმართეთ სპეციალურ ცენტრებს, რადგან ჰუმანიტარული ტვირთების გადატანაში თქვენი დახმარება გვჭირდება. კიევი უკრაინის გულია და პირობას გაძლევთ რომ ერთად დავდგებით და დედაქალაქს არავის არ დავუთმობთ.” ნათქვამია ვიტალი კლიჩკოს ახალ მიმართვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share