ახალგაზრდების თვითორგანიზებული აქცია-მსვლელობა გმირთა მოედანზეა. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები საღამოს 7 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, მარშით გაიარეს თავისუფლების მოედანი იუსტიციის სახლამდე, იქიდან კი სანაპიროს გავლით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან მივიდნენ. ახალგაზრდებმა იქ ფიცი დადეს, რომ არასდროს შეეგუებიან მტრულ ძალას, რუსულ პროპაგანდას, რუსულ კანონებს და დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს.
არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას, არა რუსულ რეჟიმს – სკანდირებენ ახალგაზრდები და ხელისუფლებისგან რუსული კანონის გაუქმებას მოითხოვენ. ახალგაზრდების თქმით, აქციები არც ერთი დღე არ უნდა შეწყდეს და პროტესტის ხმა უნდა ისმოდეს ყველა სახელმწიფო უწყების შენობასთან.