მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე – რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი, ახალგაზრდების თვითორგანიზებით გრძელდება.
მსვლელობა პარლამენტის ტერიტორიიდან დაიწყო. მარშის მონაწილეებმა გაიარეს თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩა და საპროტესტო შეძახილებით, საქართველოდ დროშებითა და ჰიმნის თანხლებით ხელისუფლებას რუსული კანონის გაუქმება მოსთხოვეს. პროტესტის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ გადანაცვლებას გეგმავენ.
სტუდენტები და სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ აქცია უნდა გაიმართოს ყველა სახელმწიფო უწყების შენობასთან და პროტესტი არ უნდა შეწყდეს იქამდე, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის.