”როგორც კი კანონი ამოიქოქება, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ უბრალოდ რუსეთში გავიღვიძებთ” – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე მოვლენების ლოგიკის, უფრო სწორად ალოგიკურობის ახსნა შესაძლებელია შემდეგი თეორიით, თუ გნებავთ დღეის მდგომარეობით “შეთქმულების თეორიით”:
იმისათვის, რომ ეს თემა ნაკლები ხმაურით გაეძვრინათ, სცენარისტების ენაზე რომ ვთქვათ, საჭირო იყო ე.წ. «Операция прикрытия», რისი როლიც “აგენტების კანონმა” ითამაშა და დღემდე თამაშობს.
ახლა აგენტების კანონის თემაზე, თუ სწრაფად გადატეხავენ, ხომ კარგი. თუ ვერა, იტყვიან რომ გადადებენ საკითხს მომავალი პარლამენტის განსახილველად საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულების და ევროპის დამოკიდებულების გამო. ამით პროტესტსაც ჩაახშობენ და დასავლეთსაც დააშოშმინებენ.
მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია…
ისე ოფშორების თემა ბევრად უფრო დამანგრეველი შედეგების მომტანია ქვეყნის მომავლისთვის, ვიდრე აგენტების კანონი.
როგორც კი კანონი ამოიქოქება, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ უბრალოდ რუსეთში გავიღვიძებთ…“ – წერს გია ხუხაშვილი.