გადამწყვეტი ბრძოლაა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, გამოდით და არ დაზოგოთ ენერგია – ირაკლი კვირიკაძე

ხელოვანების მწვავე პროტესტი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ წყდება – ამჯერად “ოცნების” ინიციატივას მსახიობი ირაკლი კვირიკაძე აპროტესტებს.

მსახიობ ნინო ქორიძის შვილი დედაქალაქის მთავარ გამზირზე ახალგაზრდების უწყვეტ აქციებს უერთდება და “პირველებთან” პირდაპირ ამბობს, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, რომელშიც დამარცხება შეუძლებელია.

მაქსიმალურად უნდა მოვიკრიბოთ ძალა და დავანახოთ ჩვენი პოზიცია“, – დასძენს კვირიკაძე და საზოგადოებას საპროტესტო აქციებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.

”ყველაფერს ვაპროტესტებ ერთად. აქ იმისთვის ვდგავარ, რომ მდგომარეობა შეიცვალოს და საქართველო იყოს დამოუკიდებელი ასეთი რაღაცებისგან. ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ არ დაზოგოთ ენერგია და გამოდით. რა თქმა უნდა, არავის აღარ გვსიამოვნებს ყოველ წელს ერთი და იმავეს გაპროტესტება და დგომა, მაგრამ არ უნდა დავიღალოთ, რადგან ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. მაქსიმალურად უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მაქსიმალურად უნდა დავანახოთ ჩვენი პოზიცია”, – ამბობს ირაკლი კვირიკაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share