“თუ გადმოვლენ და გაათეთრებენ, გათეთრებული ისედაც არის” – ოფშორების კანონის ინიციატორის წამოცდენა კომიტეტზე

მიუხედავად იმისა რომ “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს და რუს დასანქცირებულ  ბიზნესმენებს ოფშორების კანონთან არანაირი კავშირი არ აქვთ და საქართველო შავი ფულის გასათეთრებლად გამოყენებული არ იქნება, რეალური მიზეზი რომ სწორედ ფულის გათეთრებაა, ეს კანონპროექტის ინიციატორს, პაატა კვიჟინაძეს კომიტეტის სხდომაზე წამოსცდა.

“ახლა საუბარია, რომ ერთჯერადად გადმოტანის მომენტში ეს გადასახადები ვაპატიოთ, თუ გადმოვლენ და გაათეთრებენ, გათეთრებული ისედაც არის, მაგრამ საქართველოში თუ იქნება უფრო გამჭვირვალე იქნება და უფრო მეტი გადასახადი შემოვა და ძალიან კარგი იქნება” – ამბობს კვიჟინაძე

73 ხმით 9-ის წინააღმდეგ, “ოცნების” პარლამენტმა დღეს ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share