უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინელებს ატომური იარაღიც ვერ შეაჩერებთ, რომ საკუთარი ტერიტორიებიდ დაიცვან.
“თუ ასეთი რამ მოხდება და ასეთ თავხედ თავდასხმაზე პასუხი არ იქნება NATO-ს ქვეყნების მხრიდან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს მიწას. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩვენი გაჩერება არავის შეუძლია – არც პუტინს, არც მის ჯარებს. ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა”, – აცხადებს დანილოვი.
ოლექსი დანილოვის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატმა მოქალაქეებისთვის დეტალური ინსტრუქციები შეიმუშავა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოიყენების შემთხვევისთვის და მას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.