”პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის მათი [არასამთავრობო ორგანიზაციების] ფინანსური გამჭვირვალობა, თუ ვინ აფინანსებს აღნიშნულ ორგანიზაციებს, საიდან მოდის ეს თანხები. როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი და ვხედავთ, რომ არათუ დეპოლარიზაციის ხელშეწყობა, არამედ პირიქით, წახალისება ხდება, საინტერესოა ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, ვინც პოლარიზაციის პროცესში უშუალოდაა ჩართული? ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ყველაფერი გამჭირვალე იყოს და საზოგადოებას ჰქონდეს მათ დამფინანსებლებზე ინფორმაცია – პარტია იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.”