„ძალიან დიდი ხნის წინ, 90-იან წლებში, სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, მოაწყეს ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ბავშვებისთვის სადღესასწაულო აღლუმი, სადაც ყველა ბავშვი თავისი ქვეყნის დროშითა და ჰიმნით უნდა გასულიყო.. და მე ვიყავი ბავშვი, რომელსაც არ ჰქონდა არც დროშა და არც ჰიმნი.. წარმოიდგინეთ…. და ასეთი ქვეყნიდან ვიქნებით ყველა მალე, თუ რამეს არ შევცვლით.. ცვლილებები მხოლოდ ხალხს შეუძლია.
გმირი შეიძლება ერთი იყოს, რომელსაც აქვს იდეა, გაწვდის ამ იდეას, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი.. მაგრამ ხალხი უნდა გამოფხიზლდეს.. განსაკუთრებით ახალგაზრდები.. მათ არანაირი უფლება არ აქვთ, რომ ისხდნენ სახლებში და ოცნებობდნენ საზღვარგარეთ წასვლაზე.
ვისწავლი, ვიმუშავებ თუ ვიცხოვრებ, არ აქვს მნიშვნელობა, იმ უცხო ქვეყანაშიც მე მინდა, რომ ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენელი ვიყო, ვიდრე სუსტი ქვეყნიდან, რომელიც ღარიბია, ოკუპირებულია და არაფერს არ წარმოადგენს მსოფლიო რუკაზე.. დამიჯერეთ, როდესაც შენი ქვეყანა არაფერს არ წარმოადგენს, საზღვარგარეთ არც თქვენ არაფერს არ წარმოადგენთ!..
ჩვენ გმირებს ვაფასებთ ძალიან გვიან..
მიხეილ სააკაშვილის ფენომენსაც ასე დავაფასებთ.. როდესაც კიდევ უფრო მეტი დრო გავა, მერე მივხვდებით, რა დონის პოლიტიკოსთან გვაქვს ჩვენ საქმე… თავისი ქვეყნისთვის ასეთი თავგანწირვის ძალიან ცოტა მაგალითია მსოფლიო ისტორიაში”..
სოფო ჭყონია