”საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ვინც კარგად იცნობთ და აცრებზე ფილოსოფოსობთ, როგორ გძინავთ ღამით ნეტავ?
ბევრჯერ დავპირდი საკუთარ თავს, რომ გულგრილად გავატარებდი ამ თემას, მაგრამ არ წყდება გაუბედურებული ადამიანების წერილები. ვის ხელში და რის იმედზე ტოვებთ ამ აუცრელ ხალხს, განსაკუთრებით რეგიონებში? ცოდვის კალო ტრიალებს ყველგან. ალბათ დრო რომ გავა, შესაძლებელი გახდება ამ წერილების გასაჯაროება და მერე გავიაზრებთ რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საცოდავ ქვეყანაში, ვიღაცეების უვიცობისა და ვიღაცეების ფშუტე ამბიციების გამო.
და ჰო, სრული პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე ქვეყნის მმართველების კისერზეა და შეგიძლიათ ესეც პოლიტიკურ განცხადებად ჩათვალოთ.” – წერს ექიმი ზურაბ გურული საქაართველოში ეპიდვითარების მძიმე მდგომარეობის შესახებ.