უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე, როგორც ვვარაუდობდი – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდი – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პროგნოზირებს, რომ პირველი რამდენიმე კვირა რთული იქნება, თუმცა უკრაინელების წინსვლას ფრონტის ხაზზე ვერაფერი შეაჩერებს:

“უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდი.

პირველი 2-3 კვირა იქნება ყველაზე რთული, მაგრამ უკრაინული ხასიათი არის ძალიან მიმწოლი და გამორიცხულია, რომ მოეშვან და არ გაარღვიონ რუსული თავდაცვის ხაზები.
რუსებს ძალიან გაუხარდათ რომ დააზიანეს ლეოპარდ 1 (ძველი მოდელის გერმანული ტანკი), მაგრამ ეს ვერანაირად ვერ აჩერებს ჩვენს წინსვლას მთელს ფრონტზე და კიდევ ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი ქართველი მებრძოლი ცოცხალი გადარჩა.
გამარჯვება არის სრულიად გარდაუვალი.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share