”ოლიგარქიამ ზუსტად ის სიტუაცია შექმნა, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს, ორივე ხელისუფლების უკან პუტინის ყურები მოჩანს”

„ოლიგარქიამ ზუსტად ის სიტუაცია შექმნა, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს, ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები“, – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციას, რომელიც საქართველოს ეხება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ „ვისაც ჯერ კიდევ ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი აქვს, ღრმა შეცდომაშია შესული“.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი 20 ივნისის აქცია ძალიან ბევრი მოქალაქე მივიდეს.

„ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს. ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები. დღეს უნდა დავამტკიცოთ, ვართ თავისუფლების ღირსი, თუ გავქრებით მსოფლიოს რუკიდან როგორც სახელმწიფო.ვისაც ჯერ კიდევ ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი აქვს, ღრმა შეცდომაშია შესული.და კიდევ ერთი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-ში ბევრნი ვიყოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ერთჯერადი გამოსვლით საბოლოო გამარჯვება არ მოიპოვება. დეოლიგარქიზაციისთვის საზოგადოების განგრძობადი აქტიურობაა აუცილებელი“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share