ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია არ გასცა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველომ უნდა შეასრულოს პირობები, რომლის შემდეგაც ექნება კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.
აღნიშნულს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები საზოგადოების მხრიდან და სოციალურ ქსელში ამ საკითხზე უკვე არაერთი პოსტი დაიწერა. ვნახოთ, როგორ ეხმაურებიან ევროკომისიის დასკვნას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები:
თინა ხიდაშელი:
ფაქტია ჩავფლავდით!ფაქტია ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის წყალობით!შანსი გვაქვს და კონკრეტულად გვითხრეს რა უნდა გავაკეთოთ!ყველამ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას კონკრეტული ნაბიჯები!
ზურა ბატიაშვილი
გვეუბნებიან, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, ოლიგარქია გირჩევნიათ თუ ევროკავშირიო. თუ მეორეს აირჩევთ, ჩვენი კარი ღიააო.
გია ხუხაშვილი:
ახლა თავს თუ გადაიპარსავს თემის გადასაფარად…
ლევან ხაბეიშვილი:
უკრაინაზე და მოლდოვაზე გაიცა რეკომენდაცია, რომ მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. საქართველოზე – არა … ჩამოგვიწერეს პირობები, რა შემთხვევაშიც ღია კარში უბრალოდ, შევალთ – მთავარი შემაფერხებელი ჩვენი ევროპული პერსპექტივის არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალურ – კორუმპირებული ხელისუფლება, ჯერი ქართველ ხალხზეა 20 – ში 20:00 საათზე.
გიორგი ჯანელიძე:
ნეტა რა პასუხები შემოხაზეს ასეთი იმ კითხვარში, მარტო ჩვენ რომ გვითხრეს უარი?
ნინო ჯანგირაშვილი:
ძვირფასო თანამოქალაქენო, გვაქვს ორი არჩევანი: ან სასწრაფოდ ვიშორებთ ამ ხელისუფლებას, ან სასწრაფოდ ვყიდულობთ ბილეთებს და მივდივართ აქედან. სასწრაფოდ, იმიტომ რომ, მალე აღარც უვიზო იქნება და აღარც ვიზები.
თამარ ჩერგოლეიშვილი:
რეჟიმი დალპა! ჩვენი ყველა ქმედება ამ სიდამპლის დემოკრატიული მთავრობით შეცვლისკენ იქნება მიმართული.(ჩემი აზრით, 20 ივნისის აქციის გზავნილიც გამოსაცვლელია, მაგრამ ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ და არ ვერევით).
გიგი უგულავა:
ევროპის გზაზე ტრიო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა აღარ არსებობს. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ მათ. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა მხოლოდ. იქნება დიდი ჩამონათვალი, ივანიშვილის ოცნების პირობებში შეუძლებელი, რა უნდა გავაკეთოთ კანდიდატობისთვის. ეს დიდი გეოპოლიტიკური განსაცდელია ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა არჩევანი ჩვენზეა. ან ჩავრჩებით ივანიშვილის პროვინციულ ჭაობში ან გავათავისუფლებთ ქვეყანას ოლიგარქისგან და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. მაშ ასე, ივანიშვილი ან ევროპა. საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება 20 ივნისი 20:00 რუსთაველის გამზირი.
ეკა ხერხეულიძე:
ისტორიის გააზრებული დროის ხანგრძლივობით, კანდიდატის სტატუსის მომლოდინე არცერთ ქვეყანას არ უბრძოლია იმ ძალისხმევით, როგორც საქართველოს. ბედუკუღმართობაა ყველაზე საჭირო დროს ყველაზე მავნებელი ხელისუფლების პირობებში ელოდე ისტორიულ შანსს. მოლოდინის რეალური განცდა ის იყო, რაც მოვისმინეთ, მაგრამ რთულად მისაღებია. საშინლად ვგრძნობ თავს… რისთვის ვიომეთ, რისთვის ვიწვალეთ, რისთვის გავიღეთ ამდენი მსხვერპლი.. საქართველოშიც გამოიდარებს.
ელენე ხოშტარია:
პერსპექტივა გაქვთ თუ ევროპულ და დემოკრატიულ ფასეულობებს დაუბრუნდებითო. მოთხოვნები ძალიან სამართლიანია და ჩვენი მისაღწევი. აი ერთ- ერთი: implement the commitment to “de-oligarchisation” by eliminating the excessive influence of vested interests in economic, political, and public life; დეოლიგარქიზაციაო! ესაა მთავარი წინაღობა. – წერსნ სოციალურ ქსელში.
კვირის პაკიტრა