“ოთხი დღე კაცი იმყოფებოდა საქართველოში და ტყემალზე ისხდნენ ეს კორუფციონერები” – ჩარკვიანი

პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ “მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღე იმყოფებოდა საქართველოში და ეს კორუფციონერები ტყემალზე ისხდნენ”.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა თავზე დაახია პრაქტიკულად ყველაფერი.

„ეს იყო პოლიტიკური აქტი, პრაქტიკულად თავის სახელმწიფოში ის ამოწმებდა, რაოდენ მიტოვებულია მისი სამშობლოს საზღვარი. ოთხი დღე კაცი იმყოფებოდა საქართველოში და ტყემალზე ისხდნენ ეს კორუფციონერები“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, საიდან შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა: „ლილუაშვილი და ისინი რომ იმკითხვებენ, დადებენ დასკვნას, როგორ შემოვიდა სააკაშვილი, მერე გავცემ ნამდვილ პასუხს ამ კითხვას. მე ვედავები ჯერ ამ გარეწრებს ჩემი სახელმწიფოს საზღვრების დაუცველობას და მერე გაბედონ წარუდგინონ ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share