გერმანიის საზღავაო ძალების უფროსის, ქეი-აქიმ შამბახის თქმით, საქართველო NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა მისი ალიანსში გაწევრიანება “ჭკვიანური არ არის”.
“უკრაინა ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნებს, რადგან ის ოკუპირებულია დონბასის რეგიონში რუსული არმიის, ან რასაც ისინი უწოდებენ, სეპარატისტების მიერ. საქართველო მზად არის გახდეს NATO-ს წევრი, ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მაგრამ ჭკვიანურია გყავდეს თუ არა ისინი წევრად? არა, არ არის”- თქვა ქეი-აქიმ შონბახმა.