აღდგომის დღესასწაულისთვის ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს – ეკლესიას და სასაფლაოებს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისის შესახებ მტკიცებით საუბარი არასწორია.

მტკიცება, რომ მესამე ტალღა დაწყებულია, არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ 1-ლი მარტთან შედარებით აქტიური შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, მაინც ვინარჩუნებთ სტაბილურ მაჩვენებელს, თუმცა, ეს მაჩვენებელი მაღალია.

პანდემიის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს, არანაირი ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს, არ გვაქვს მედიკამენტი, ეფექტური სამკურნალო საშუალებები – ერთადერთი შესაძლებლობა არის ვაქცინაცია. აღდგომის დღესასწაულისთვის ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს – ეკლესიას და სასაფლაოებს“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share