გერმანიაში მცხოვრები, ქართველი მევიოლინე ბელა მახარაძე – ბერკემერი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრისა და მიმდინარე ომში საქართველოს ხელისუფლებისა და გარკვეული მოქალაქეების პოზიციას აკრიტიკებს. მან საკმაოდ ვრცელი პოსტი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა:
უკრაინის ომი აი როგორ ვგრძნობ ახლა თავს იცით?.. მიუხედავად იმისა რომ აქ დილაა და თვალიც ახლახანს გავახილე, უკვე დადაღლი და დაცლილი ვარ. მოსვენება დავკარგე და საშინლად უმწეო გავხდი, რადგან მხოლოდ განცდებში ვარ, უკრაინელების დასახმარებლად კი ვერაფერს ვაკეთებ ამწუთას და გული მეწურება, თითქოს წამებში ვბერდები გაღიმების რომ მრცხვენია, ნორმალურად საკვების მიღებისა და თბილ ლოგინში მშვიდად დაძინების… ის მომენტი მაქვს ახლა და სინდისი მქეჯნის დაღამებისა და გათენების რომ მეშინია(რუსების აგრესიის გამო რათქმაუნდა, რადგან ატომური ბობმების წყალობით ქვეყნიერების წალეკვა შეუძლიათ) … აი ის მომენტი მიდგას ახლა. კარზე მომდგარი კონცერტის ჩასატარებლად საათობით რომ უნდა ვმეცადინეობდე წესით და დაკვრის ხალისი არ გამაჩნია… აი ეს მჭირს ახლა საკუთარი ოჯახის ცქერით როცა ვტკბები და უცებ უკრაინაში მყოფი დაობლებული ოჯახები წარმომიდგება თვალწინ, გული მიკვდება მათი საცოდაობით, მრცხვენია რომ მე… თავისუფალ დროს მუდამ საინფორმაციოებში ვარ შემძვრალი, წამდაუწუმ ვეცნობი ახალ ამბებს, ვიღებ უამრავ ინფორმაციას და იცით? -ათმაგად მტკივა, როცა ყველაფერი ასე ნათელია, როდესაც რუსეთის ასეთ აგრესიას მსოფლიო აუჯანყდა, განუდგა და შენი სათაყვანებელი სამშობლო ასე ჩუმადაა, არაფერს და ვერაფერს ამბობს ეს ყველაფერი თავზე ხელის გადასმა არ გამოდის ოკუპანტი ერის? ეეხ, შიში ოხერია მეგობრებო, დავკარგეთ საკუთარი სახე და ეგ არის თქვენც იგივე დღეში ხართ ალბათ მეგობრებო, ჩემსავით გტკივათ და განიცდით უკრაინელების ბედს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბევრ ქართველს არ მოეწონება ეს ჩემი წერილი. ნათლად ვხედავ, რომ ბევრს სირაქლემას პოზიცია აქვს არჩეული, ბოქლომი აქვთ პირზე დადებული, ან კიდევ უფრო უარესი, გველს ისვამენ უბეში ოკუპანტი ერის სახით და ვერ ხვდებიან… რომ ის მოშინაურებულ- ნაფერები გველიც გველია და დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოიცლის შენთვის, დაგგესლავს და საიქიოს გაგისტუმრებს სისინ-სისინით, ლამაზად და ცივად
ps. არა ომს, არა ძალადობას და არა ისეთ სიჩუმეს, რომელიც სამარცხვინოა-წერს ბელა მახარაძე.