დეპუტატი ფრიდონ ინჯია Мир-ის სისტემასთან შეერთებას ითხოვს “თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება ხორბლის, საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! ამით ის გადარიცხვები, რაც იყო, რუსული მანეთი თუ ის 32-34 მლნ დოლარი, რომელსაც ქართველები საქართველოში რიცხავდნენ, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს.” – ამბობს “ევროპელი სოციალისტების” ლიდერი ინჯია. შეგახსენებთ: სარგებლისა და შემოსავლის სანაცვლოდ, “ჯორჯიან ეარვეისმა” გადახდის სისტემებში რუსული Мир -ი დაამატა.