ოზურგეთისა და ზოგადად, გურიის საჭადრაკო-სპორტულ ისტორიაში, პირველი საქართველოს ჩემპიონი, ლაზარე ჩხარტიშვილია.
ამასთან ორჯერ ზედიზედ.
ლაზარე ჩხარტიშვილის საქართველოს ჩემპიონობა რეკორდული შედეგით.
ჭადრაკში პრაქტიკულად არ ხდება, გამარჯვებულმა 2 ქულით აჯობოს მეორე ადგილოსანს. 10 წლამდე ასაკში მოასპარეზე 9 წლის ლაზარემ 9 შესაძლებლობიდან 9 ქულა აიღო და ქვეყნის 35 საუკეთესოს შორის ვუნდერკინდული ლიდერი გახდა.
ოზურგეთიდან და ზოგადად გურიიდან ამ დონის მიღწევა ჭადრაკში ჯერ არავის ჰქონია.