აკაკი ათუაშვილი დაიბადა 1963 წელს თელავის რაიონის სოფ. ნაფარეულში.
პოზიცია მცველი
ჰყავს მეუღლე ნატო ბილიხოძე და ორი შვილი ქეთევანი და ლევანი.
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1980 წელს თელავის ”ნადიკვარში” – მწვრთნელები გივი ივანიშვილი ,თემურ ცერცვაძე.
სსრკ-ს ჩემპიონი 1983 წელს ბათუმის ‘დინამო” პირველი ლიგა.
სსრკ-ს ჩემპიონი 1985 წელს მახარაძის(ოზურგეთი) ”მერცხალი” მეორე ლიგა.
UEFA “B” ლიცენზის მფლობელი.
განათლება – უმაღლესი, დამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი.
1983 წელს მიწვიეს ბათუმის”დინამოში” – მწვრთვნელი ვალერიან ჩხარტიშვილი.იმავე წელს გუნდი გახდა სსრკ-ს ჩემპიონი პირველ ლიგაში და გადავიდა სსრკ-ს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში
1985 წელს გადმოდის ოზურგეთის ”მერცხალში”, იმავე წელს გუნდი ხვდება სსრკ-ს ჩემპიონი მეორე ლიგაში.
1986- 89 წწ. თამაშობდა ბათუმის ‘დინამოში”.
1990 წლიდან ისევ ბრუნდება ოზურგეთის ‘მერცხალში” და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში.ოზურგეთში თამაშობდა 1993 წლამდე.
1993-95 წწ.დაბრუნდა მშობლიურ ნაფარეულში და ჩამოაყალიბა გუნდი სადაც მოთამაშე მწვრთნელი იყო.
1995 წელს გადადის თელავის “კახეთში” მოთამაშე მწვრთნელად უმაღლესი ლიგა.
2000 წელს დაბრუნდა “მერცხალში” მწვრთნელად, სადაც დღემდე მუშაობს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს გადასცემს თავის ცოდნას და გამოცდილებას. სხვადასხვა წლებში იყო ‘მერცხალის’ მთ. მწვრთნელი.
”დღეს ჩემში უამრავი ემოციაა თავმოყრილი,“მერცხალი” ჩემთვის ყველაფერია. ჩემი ახალგაზრდობა,დაღვინება, გამოცდილება, მეგობრობა, გამარჯვების სურვილი, მიზანდასახულობა,ოზურგეთელი ფეხბურთის გულშემატკივრების სიყვარული,ამ სიყვარულის საფუძველზე დავოჯახდი ოზურგეთში, მეუღლის,შვილების,მეგობრების სიყვარულით მოვედი დღემდე.ფეხბურთში გატარებული წლები ჩემთვის არის ძალიან ტკბილი მოგონება.დღესაც გრძელდება მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ყოფილ თანაგუნდელებთან და კოლეგა მწვრთნელებთან” – ამბობს ბატონი კაკო.
ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთით ცხოვრობს!
სიცოცხლეში დავაფასოთ, სიცოცხლეში გვიყვარდეს ოზურგეთის „მერცხალის“ ვეტერანი ფეხბურთელები.
მოამზადა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.