EAP-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტის მიხედვით, საქართველო და სომხეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, სიღარიბის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველი ქვეყნები არიან.
ჯინის ინდექსი, რომელიც მოსახლეობაში შემოსავლების განაწილების მიხედვით უთანასწორობას ზომავს, მიუთითებს, რომ საქართველო და სომხეთი ყველაზე უთანასწორო საზოგადოებებად რჩებიან.
2021 წლისთვის საქართველოს ქულა 34,2-ს, სომხეთისა კი 27,9-ს შეადგენდა [რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია უთანასწორობის დონე]. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, გაუმჯობესდა, თუმცა სომხეთის – გაუარესდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის საშუალო მაჩვენებელი 27.4 იყო [ეს მოიცავდა აზერბაიჯანის 2005 წლის მონაცემებს], ევროკავშირის საშუალო ქულა კი 2021 წელს 30,1-ს შეადგენდა.
ასევე დოკუმენტის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველოა.