ოზურგეთელი მძლეოსანი ქეთი მამალაძე ევროპის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება!!!
23 ივლისიდან – 31 ივლისის ჩათვლით , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მძლეოსნობის სექციის აღზრდილი ქეთი მამალაძე, რომელიც ახლა საქართველოს ნაკრების წევრია ( მწვრთნელები დ.მანთიძე, მ. კოტრიკაძე ) ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს, რომელსაც სლოვაკეთი უმასპინძლებს.
ქეთევანი თავის ასაკში ერთერთი გამორჩეული და წარმატებული სპორტსმენია. იგი საქართველოს უცვლელი ჩემპიონია ბადროს ტყორცნაში (1კგ)
ქეთევანის ყველაზე დიდი გულშემატკივერი , ოჯახის შემდეგ მისი პედაგოგი და მწვრთნელი, მარინა კოტრიკაძე, რომელიც ქეთევანის წარმატებაში გაწეული დახმარებისთვის, მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის, არაერთ ორგანიზაციასა და ადამიანს ეუბნება მადლობას :
,,მინდა მადლობა გადავუხადო ქეთევანის მშობლებს, ჩემ გამორჩეულ და მიზანდასახულ ქეთის, რომ წლების წინ სწორედ ჩემთან ისურვა სიარული და მძლეოსნობა აირჩია საყვარელ სპორტის სახეობად…
გაწეული შრომისთვის და გვერდში დგომისთვის დიდი მადლობას ვუხდი საქართველოს ნაკრების მწვრთნელ დავით მანთიძეს, მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას, მის ხელმძღვანელებს – დირექტორს გელა შაფაქიძეს და მის მოადგილეს, ზურაბ დოლიძეს. ასევე ნ. დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორს ფატი სიორიძეს და პედაგოგთა კოლექტივს გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, დიდი მადლობა!
მჯერა, რომ ქეთევანი არაერთხელ გაგვახარებს! შინ ასახელებს ოზურგეთს, საქართველოს საზღვრებს გარეთ კი ჩვენ სამშობლოს!” – მარინე კოტრიკაძე.
წყარო – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება.