“კანონი და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ანრი ოხანაშვილს მიმართა წინადადებით, შევიდეს კანონში შესწორება და პირდაპირ იქნეს ჩაწერილი რუსეთი, როგორც ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც აღნიშნულ კანონს იღებენ.
შევიტანოთ შესწორება და ვინაიდან ჩვენ გაცხადებული მტერი გვყავს, ჩავწეროთ რუსეთი, მტერი ჩავწეროთ და დამშვიდდება ყველაფერი. წინადადებაა კანონთან და მუხლთან დაკავშირებით, – თქვა ჩარკვიანმა.