”არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12-წლიანი მაოხრებელი გზირობისთვის იმსახურებს. არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა.” –
განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ”ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას.