”გამოვიდა ბიძინა, დასავლეთი გამოაცხადა ქვეყნის მტრად და ხალხს დაპირდა მეტ რეპრესიებს. ქართული ოცნება ისე თვალსა და ხელს შუა გაქრება, როგორც ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი გაქრა რუსთაველზე ბიძინას სიტყვის დასრულებისთანავე.” –
ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე.