უკრაინელი ქალის გაუპატიურების საქმე – “ტვ პირველი” სავარაუდო დამნაშავის კვალზე გავიდა

უკრაინელი ქალი შესაძლო გაუპატიურბის საქმე – ,,პირველების” რეპორტიორი სავარაუდო ფიგურანტის სახლში იმყობებოდა. სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული კაცის დედა, შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აცხადეს, რომ უკრაინის მოქალაქე ცრუის.

არსებული ინფორმაციით, გაუპატიურების სავარაუდო ფაქტი, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო სასტუმროში მოხდა. პოლიციამ ამოიღო ვიდეო-კადრები, სადაც სავარაუდო დამნაშავე ქალთან ერთად არის გადაღებული. ისინი სასტუ,როს გამთენიისას ერთად ტოვებენ.

ეზოში ისხდნენ ყველა და ქეიფობდნენ და არა სახლში, როგორც ის ყვება, ქეიფის შემდეგ არის ეს ქალი წამოსული ამასთან ერთად. შემდეგ მოვიდა პოლიცია და ჩემი ვაჟი წაიყვანეს. კიდევ ვიღაც ბიჭები გამოკითხეს. 

ამ ქალბატონმა ჯერ დაწერა ჯგუფურზე, მეორე დღეს უარყო ეს. ახლა წერს მხოლოდ ლაშაზე. წერს, ჩვენ სასტუმროში ვიყავითო. დანარჩენი არ ვიცი, მე პოლიცია ამის შესახებ არაფერს მეუბნება“,- აცხადებს სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული კაცის დედა.

,,ტვ პირველის” ინფორმაციით, საქმეს კიდევ ერთი ფიგურანტი ჰყავს – გიორგი. უკრაინელი ქალის ინფორმაციით, სწორედ მის სახლში დაიწყო ქეიფი, რის შემდეგადაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მტკიცებით ის მამაკაცებთან ერთად  სასტუმროში აღმოჩნდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიებაა გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share