ბოლო 24 საათის განმავლობაში, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში, რუსმა უმდიდრესმა ადამიანებმა 40 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგეს. რეიტინგის მიხედვით, რუსი მილიარდერების უმრავლესობის ქონება მკვეთრად შემცირდა, მხოლოდ ნაწილს დარჩა უცვლელი.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რუსი მილიარდერების ჩამონათვალს, რომლებმაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა დაკარგეს, Forbes-ის მილარდერთა რეიტინგის მიხედვით:
- ვაგიტ ალეკპეროვი – 20,1 მლრდ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $4,7 მლრდ-ით შემცირდა
- ლეონოდ მიხელსონი – 23,4 მლრდ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $4,2 მლრდ-ით შემცირდა
- გენადი ტიმშენკო – 19,7 მლრდ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $3,9 მლრდ-ით შემცირდა
- ალექსეი მორდაშოვი – 26,4 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $3,2 მლრდ-ით შემცირდა
- ოლეგ ტინკოვი და მისი ოჯახი – 2,3 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $2. მლრდ-ით შემცირდა
- ვლადიმერ ლისინი – 28 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1.9 მლრდ-ით შემცირდა
- ვლადიმერ პოტანინი – 26.4 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1.6 მლრდ-ით შემცირდა
- ოლეგ დერიპასკა – 2,8 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება $1,3 მლრდ-ით შემცირდა
- სულეიმან ქერიმოვი და მისი ოჯახი – 13,1 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო დღე-ღამეში მისი ქონება $1,3 მლრდ-ით შემცირდა
- რომან აბრამოვიჩი – 13,6 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ქონება 1 მლრდ-ით შემცირდა
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის დროით 05:55 საათზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.