პოლიცია ოპერატორების წინააღმდეგ – გიული ალასანიას სასამართლოში არ უშვებდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია.

ნიკა გვარამიასა და გიული ალასანიას სამართალდამცველები თბილისის საქალაქო სასამართლოში არ უშვებდნენ. პოლიციის კორდონი სასამართლოს შესასვლელთან გამაგრდა და არც უფლებადამცველს და არც ოჯახის წევრებს ეზოს მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. გიული ალასანიამ რამდენიმეწუთიანი დაყოვნების შემდეგ შეძლო სასამართლოს ეზოში შესვლა. ამ ქმედებას ნიკა გვარამია პროვოკაციად აფასებს.

პოლიცია უხეში და ძალისმიერი მეთოდებით, ტელეოპერატორებსაც ხელს უშლის კადრების გადაღებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share