“ძალიან გართულებულია შესვლა… რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვველია, სად” – ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა შეაფასა. კლინიკის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ პატიმრის პალატაში შესვლა ძალიან გართულებულია. ამასთან, აღნიშნავს, რომ მის უფლებრივ ნაწილში გარკვეული საკითხები მოგვარებულია.

“დაახლოებით, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმიათ, რომ გაურკვევლობაა შიგნით, კომუნიკაცია გართულებულია ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციის უწყებებს შორის. ერთმანეთში რეკავენ და არკვევენ რაღაცებს, რაც გაუგებარია ჩემთვის.

გარკვეული საკითხები, რაზეც შენიშვნა მივეცით ადრე, გამოსწორებულია. მაგალითად: ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო გასინჯვებს. ასევე პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები, ჰიგიენის ნივთები სჭირდება. სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როცა ეს ფიზიკურად შეეძლება, ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ პენიტენციურ სამსახურს”, – აღნიშნა ომბუდსმენმა ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share