დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა… მაფია ფარავს დანაშაულის კვალს… – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანზორ ჩუბინიძეზე წერს, რომელმაც სასამართლოს ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა.
დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა. თუმცა, პროკურატურაში მიცემული აქვს საჩვენო ჩვენება. ეს იმავე სერიიდანაა, გორის ჩანაწერები რომ წაშალეს და სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზით, ლონდა თოლორაია ჩანაწერებს არ აქვეყნებს. მაფია ფარავს დანაშაულის კვალს. არაფერიც არ გამოუვათ, საქართველოშიც და უცხოეთშიც ყველამ ყველაფერი იცის, – წერს მიხეილ სააკაშვილი.