ძიმითში კულტურის სახლი გაქურდეს

როგორც შემთხვევის ადგილიდან “გურიის მოამბეს” ატყობინებენ, ოზურგეთში, სოფელ ძიმითში კულტურის სახლი გაქურდეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოხსნილი და წაღებულია შენობაში დამონტაჟებული თანამედროვე გათბობის სისტემა.

ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი რამდენიმე წუთში იქნება და დამატებით ინფორმაციას მალევე მოგაწვდით.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share