ექსკლუზივი-მთისპირის დეპუტატმა და ახალმა რწმუნებულმა სახელმწიფოსაგან დიდძალი თანხა მიითვისეს

როგორც “გურიის მოამბესათვის” გახდა ცნობილი მთისპირის დეპუტატმა და ახალმა რწმუნებულმა სახელმწიფოსაგან დიდძალი თანხა მიითვისეს.

კონკრეტულად საქმე ეხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდს.

წყაროს ინფორმაციით, რომან ვანაძემ და ვლადიმერ ჩავლეშვილმა ურთიერთმოლაპარაკების გზით ერთმანეთში გააფორმეს ფიქტიური ხელშეკრულება თითქოსდა ერთმა მეორეს – საცხოვრებელი სახლი მიყიდა.

მომხდარი განხორციელდა გაყალბებული დოკუმენტაციით – რომან ვანაძემ- “დაამტკიცა” რომ სტიქიის შედეგად მისი საცხოვრებელი სახლი უვარგისია და სახელმწიფოს მოსთხოვა მისთვის სახლის შეძენა.

სახელმწიფომ დაუკმაყოფილა ვანაძეს თხოვნა და სახლი ვანაძემ ოფიციალურად იყიდა დეპუტატ ვლადიმერ ჩავლეშვილისაგან.

სინამდვილეში მოხდა ფიქტიური გარიგება და აღებული თანხა დეპუტატმა და მაშინდელმა მოქმედმა რწმუნებულის თანაშემწემ ერთმანეთში გაიყვეს.

ჩავლეშვილი საკუთარ სახლში ცხოვრობს ახლაც ისევე როგორც ვანაძე.

ვინაიდან ორთავე “ქართული ოცნების” სახეა და ადგილობრივი ლიდერები, ასევე თალაკვაძეებთან დაახლოებული პიროვნებები-ბოლო არჩევნებში “ოცნებისა” და ავთო თალაკვაძის შტაბს ხელმზღვანელობდნენ-ამ უკანასკნელების მითიოთებით მოხდა ამ საქმის ჩაფარცხვა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share