სოციალურ ქსელში ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, სადაც ზმეინის კუნძულზე მყოფი 13 უკრაინელი მესაზღვრის უკანასკნელი სიტყვები ისმის.
ჩანაწერში ისმის ხმა, რომ რუსული საბრძოლო ხომალდიდან მესაზღვრეებს ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.
„გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და ჩაბარდეთ, თორემ ცეცხლს გავხსნით,“- მიმართავენ უკრაინელ მესაზღვრეებს, რომლებიც მოთხოვნას არ თანხმდებიან.
დაღუპულ მესაზღვრეებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა.
„ჩვენს კუნძულ ზმეინზე, ყველა მესაზღვრე გმირულად დაიღუპა, ისინი ბოლომდე იცავდნენ კუნძულს და არ დანებდნენ,“- განაცხადა ზელენსკიმ.