დღეს, ოზურგეთის პოლიციის მიერ საკრებულოს სხდომაზე ხმამაღლა საუბრის გამო დაკავებული საკრებულოს დეპუტატის – ადგილობრივი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დმძიმდა.
დავით მჟავანაძე ამ წუთებში პოლიციაში იმყოფება.
გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოვიდა ერთ-ერთი მააღალჩინოსანი გიორგი შარაშენიძე , რომელმაც იქვე შეკრებილ ნაციონალებს სთხოვა, დაკავებულისათვის წამალი ”ციტრამონი” და მცირეოდენი საკვები მოეტანათ. ამის მიზეზად გიორგი შარაშენიძემ განაცხადა , რომ მჟავანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გარკვეული პრობლემები აქვს. თუმცა, მეტი კონკრეტიკისაგან შარაშენიძემ თავი შეიკავა.