ჩვენ მხარს ვუჭერდით ქართველ ხალხს თქვენი ნამდვილი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილობის შემდეგ. ლიეტუველები გულშემატკივრობდნენ თქვენს გამარჯვებას, ჩვენ ვიდექით მხარ-მხარ, როცა რუსეთი თავს დაგესხათ, ჩვენ ვტიროდით თქვენი როგორც ადამიანური, ასევე მიწის დანაკარგის გამო.
ჩვენ ახლა შეძრწუნებულები ვართ, როცა ვხედავთ, რომ ქართველებს თავისუფლებას უზღუდავენ ისინი, ვისაც თავისუფლების ყველაზე მეტად ეშინია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქართველები, ისევე როგორც ლიეტუველები, მარადიულად თავისუფლები არიან და თავისუფლება ყოველთვის აყვავდება” –
წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე.