”ზოგმა მათგანმა თავს რუსეთის სიმბოლიკაზე დაცინვის უფლება მისცა” – ასე ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
ზახაროვას თქმით, თბილისის დემონსტრაციების მონაწილეები დასავლეთის პროპაგანდის მსხვერპლები არიან.
“რუსეთს არაფერი აქვს საერთო არც ქართულ კანონმდებლობასთან, არც საქართველოს ევროინტეგრაციის გეგმებთან, არც იმ დრამატულ მოვლენებთან, რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება”- ამტკიცებენ კრემლში.
”ვნახე, რომ საქართველოში მრავალი დემონსტრანტი, რატომღაც, როგორც ჩანს, დასავლური პროპაგანდის მცდელობებისადმი მგრძნობიარე აღმოჩნდა, მოეძებნათ “რუსული კვალი” იქ, სადაც ის საერთოდ არაა. ზოგიერთმა მათგანმა თავს რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკის მასხრად აგდების უფლებაც მისცა. ალბათ, ეს ვიღაცის პროვოკაციაა. ეს სამწუხაროა.” – თქვა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი “ქართული ოცნების” ნატარივს იმეორებს და ამტკიცებს, რომ “კანონის ქართული ვერსია გამომდინარეობს თავად აშშ-ში, საფრანგეთში და მრავალ სხვა დასავლურ ქვეყანაში მიღებული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებისგან და, სხვათა შორის, ბევრად უფრო რბილი ფორმისაა”.