“მე ვარ მანანა კოზაკოვა, მაშასადამე – ქართველი!
მიუხედავად იმისა, რომ ვარ მანანა კოზაკოვა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ რუსული კულტურის მსახურის, დიდი მსახიობის შვილი, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად განვიცდი ჩემი და-ძმის ყველანაირ იზოლაციაში (ეკონომიკურ, მორალურ, მთელი მსოფლიოს ზიზღის) ყოფნას, ვარ უკრაინელ ხალხთან, იმიტომ, რომ მახსოვს რუსეთის ომი, დამოუკიდებლობა, მცოცავი ოკუპაცია და ასე შემდეგ…
მე ვარ მანანა კოზაკოვა, მაშასადამე – ქართველი”, – ეს სიტყვები მსახიობმა მანანა კოზაკოვამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი აჟიოტაჟი და საყოველთაო აღფრთოვანება მოჰყვა…