ვროპარლამენტარი ანა ფოტიგა წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ყველაზე შესაფერისი დროა.
„საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში, სადაც „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ფოტოს აზიარებს.
როგორც ცნობილია, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს გია ჯაფარიძეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაესხნენ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეა.