“ახალგაზრდებო, ემიგრანტები ვამაყობთ თქვენით,” – გერმანიის ქალაქ ნიუნბერგში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “არა რუსულ კანონს” და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.
აქციის მონაწილეებს ბანერებზე ეწერათ: “უჩემოდ ქოცების შილა არ შემოიტანოთ,” “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი,” “ახალგაზრდებო, ემიგრანტები ვამაყობთ თქვენით,” “სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება.”
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა საფრანგეთშიც. ქალაქ ტულუზაში ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს ბანერებზე ეწერათ: “არა რუსულ კანონს,” “არასოდეს დაბრუნდე სსრკ-ში.”