კანაფის წარმოება – გურიის სოფლის მეურნეობის ისტორიიდან

ძველ დროში გურიაში ძალიან ფართოდ ყოფილა გავრცელებული კანაფის მოყვანა და მისი პირველადი გადამუშავება. ასევე ირკვევა, რომ იგი გახლდათ გურიის უმნიშვნელოვანესი საექსპორტო საქონელი.
.
გურიაში ორი სახის კანაფი მოჰყავდათ, „გვანიე კანაფი“ და „მამალა კანაფი“. კანაფს გურიაში აპრილსა და მაისში თესავდნენ, როცა კანაფი შეხმობას დაიწყებდა და მისი „კაკალი“ დამწიფდებოდა, მოტეხდნენ ან ძირიანად ამოიღებდნენ მიწიდან, ტოტებსა და ფოთლებს მოაცილებდნენ, ღეროებს კონებად შეკრავდნენ და მზეზე გასახმობად ალაგებდნენ. გახმობის შემდეგ ერთი თვით ღია ადგილზე ტოვედნენ წვიმაში დასასველებლად და დასალბობად. რის შემდეგაც კანაფის ღეროებს „ქერელს“ ანუ კანს აცლიდნენ და „ძენძავდნენ“ ანუ ჩეჩავდნენ ბოჭკოს მიღების მიზნით.
.
თამაზ ბერაძის ნაშრომის (Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии) მიხედვით ჯერ კიდევ XV საუკუნიდან თურქებს გურიიდან დიდი რაოდენობის კანაფი გაჰქონდათ, აქვეა მოყვანილი თურქეთის სულთანის 1574 წლის მარტის ბრძანება გონიოს ბეგისადმი, შემდეგი ტექსტით:
.
„ცნობილი გახდა, რომ გურიელის ქვეყანაში დიდი რაოდენობით მოიპოვება კანაფი, გამოვიდა ჩემი ბრძანებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ფულზე გაცვლით იქ დაამზადონ და ტრაპეზუნდში შემოიტანონ კანაფი გემთმშენებლობისათვის. ამ მიზნით თქვენთან გამოგზავნილ ხალხს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს”.
.
იმ დროისათვის თურქეთისა და საქართველოს ანუ გურიას შორის სასაზღვრო ხაზი გადიოდა გონიოს მახლობლად მდინარე ჭოროხის გასწვრივ.
შესაძლოა, ეს ახლოხედია
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share